ჩინეთის მრეწველობამ ტრილიარდი დოლარი იზარალა

ჩინეთის წამყვანი სამრეწველო საწარმოების მოგება 2015 წელს 6,4 ტრილიონი იუანით, ანუ 973 მილიარდი დოლარით დავარდა – ამის შესახებ ჩინეთის სტატისტიკური სამსახური აქვეყნებს ინფორმაციას.
მოგების შემცირების ძირითადი მიზეზი პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირებაა, რამაც კომპანიები აიძულა შეემცირებინათ წარმოება და ფასიც დაეგდოთ. სტატისტიკური სამსახურის ცნობით, ჩინური მრეწველობის 29 სფერომ წელი დიდი მოგებით დახურა, 12-მა კი ვარდნით. აღსანიშნავია, რომ ვარდნა შეეხო ქვანახშირის წარმოებას, ნავთობის, გაზის და მეტალურგიის სექტორებს.

banner
წინა სტატიაშიდანიაში ზიკის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიამოსკოვში ამერიკის საელჩოს წინ პლაკატი გამოფინეს