ჩემთვის ნამდვილად არ იქნება ადვილი ბატონ ბოკერიასთან, ქალბატონ ჩერგოლეიშვილთან თანამშრომლობა

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია ყოფილ თანაგუნდელ სერგი კაპანაძის შენიშვნას ნაციონალების მისამართით იმის შესახებ, რომ მათ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ, გადაცემაში „პირისპირ ეხმაურება.

„ადამიანები წავიდნენ, კანდიდატი წარადგინეს, მერე შეუძლებელი გახდა ნებისმიერი ერთობის ჩამოყალიბება. როდესაც საუბრობენ, ჩვენ ამდენი ხმა ავიღეთ, ამდენი პროცენტიო, იქ რომ სხვა ოპოზიციურ პარტიას, თუნდაც ნაციონალურ მოძრაობას კანდიდატი წარგვედგინა, მთელი სამი თვის განმავლობაში მომსწრენი ვიქნებოდით, როგორ ვებრძვით ერთმანეთს და გავახარებდით ბიძინა ივანიშვილს… რომ არ ეჩქარათ, მოუმზადებლად ეს ნაბიჯი არ გადაედგათ და ძლიერი კანდიდატი წარგვედგინა პოლიტიკური გაერთიანებისგან, ამ შემთხვევაში მართლა ვხედავდი ვანსა და ხონში გამარჯვების დიდ შანსს“, – აცხადებს მელია.

ის ევროპულ საქართველოს ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გასვლას და ერთ მაგიდასთან დასხდომას სთავაზობს.

„ჩემთვის ნამდვილად არ იქნება ადვილი ბატონ ბოკერიასთან, ქალბატონ ჩერგოლეიშვილთან თანამშრომლობა და ერთ მაგიდასთან ჯდომა – არც პოლიტიკურად, არც ემოციურად, არც ადამიანურად, მაგრამ ძალიან დიდი რამ დევს სასწორზე. სასწორზე დევს ამ ქვეყნის მომავალი“, – განმარტავს ნიკა მელია.

დღეს გადაცემაში „პირისპირ“ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ რამდენჯერმე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შუალედურ და სხვა არჩევნებში მონაწილეობას არ იღებდა.

28 აპრილს ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში (№54-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი) პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდა. მასში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ 57%-ით გაიმარჯვა. „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა გიგი უგულავამ ამომრჩეველთა ხმების 38,38% მიიღო.

banner
წინა სტატიაშიWhatsApp -ის დამფუძნებელი კომპანიას ტოვებს
შემდეგი სტატიასაფრანგეთში არეულობის მოწყობისთვის 200-მდე მოქალაქე დააკავეს