საფრანგეთში არეულობის მოწყობისთვის 200-მდე მოქალაქე დააკავეს

საფრანგეთის პროფკავშირების დემონსტრაცია, რომელიც ემანუელ მაკრონის ეკონომიკური რეფორმების პროტესტის ნიშნად 1 მაისს გაიმართა, არეულობასა და პოლიციასტან შეტაკებაში გადაიზარდა – “დოიჩე ველე” წერს. დემონსტრაციაში 1200-მდე ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეებს ნიღბიანების ჯგუფი შეუერთდა, მათ მსვლელობისას პოლიციას ქვები დაუშინეს. ასევე, წინასწარი მონაცემებით, რადიკალებმა დაარბიეს რესტორნები, მაღაზიები, ცეცხლი წაუკიდეს მანქანებს და გაანადგურეს რამდენიმე მუნიციპალური სამშენებლო მანქანა, ისროდნენ “მოლოტოვის კოქტეილებს”.
სამართალდამცველების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 200-მდე არეულობის მომწყობი, ისინი ულტრამემარცხენე ე.წ. “შავი ბლოკის” წევრები არიან. ჰამბურგში G20 სამიტზე იგივე ჯგუფმა მოაწყო არეულობები.
ხელისუფლებამ პროფკავშირების მსვლელობის მონაწილეებს მარშრუტის შეცვლა სთხოვა.

banner
წინა სტატიაშიჩემთვის ნამდვილად არ იქნება ადვილი ბატონ ბოკერიასთან, ქალბატონ ჩერგოლეიშვილთან თანამშრომლობა
შემდეგი სტატიააშშ-მ სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლის ფინალურ ეტაპზე გადასვლაზე განაცხადა