WhatsApp -ის დამფუძნებელი კომპანიას ტოვებს

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მესენჯერის WhatsApp-ის დამფუძნებელმა იან კიმმა გადაწყვეტილება მიიღო კომპანია დატოვოს. ის მიდის, ასევე, Facebook-ის დირექტორთა საბჭოდან, რომელსაც 2014 წლიდან ეკუთვნის WhatsApp-ი. წასვლის შესახებ კიმმა “ფეისბუქის” საკუთარ აკაუნტზე დაწერა. მისი თქმით, ის მესენჯერზე თითქმის ათი წელი მუშაობდა, ახლა კი სხვა საქმეებით სურს დაკავდეს, რომელიც მას აინტერესებს. “პარიტეტული Porsche-ს კოელქციონირებას დავიწყებ და ალტიმატ-ფრისბის ვითამაშებ” – დაწერა იან კიმმა.

“ფეისბუქის” დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა მას მადლობა გადაუხადა ყველაფრისთვის, რაც კიმმა კომპანიისთვის გააკეთა და პირობა დადო, რომ მესენჯერის ძირითად ღირებულებებს ხელს არ ახლებს.
იან კიმი “ფეისბუქის” ტოპ-მენეჯერებში ის უმცირესობა იყო, რომელიც ღიად უჭერდა მხარს დოლამდ ტრამპს. მისი წასვლით კომპანიაში ასეთი მხოლოდ ერთი ბიზნესმენი, მილიარდელი პიტერ ტილი რჩება – წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშისომხეთის ოპოზიციის ლიდერმა სატრანსპორტო ბლოკადა გამოაცხადა
შემდეგი სტატიაჩემთვის ნამდვილად არ იქნება ადვილი ბატონ ბოკერიასთან, ქალბატონ ჩერგოლეიშვილთან თანამშრომლობა