ცენტრალურმა საარჩევნო კომისია 22 მაისის საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 22 მაისის საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები 23 მაისს, 03.30 წთ-ზე გამოაქვეყნა. როგორც ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა, მოცემული დროისთვის დათვლილია ყველა – 45 საარჩევნო უბნის შედეგი.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია ელოდებოდა ყველა საარჩევნო უბნის მონაცემს, ვინაიდან ტარდება მაჟორიტარული სისტემით ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნები და თითოეული უბნის შედეგი იყო მნიშვნელოვანი. ასევე, უნდა განვაცხადო რომ ყველაზე დიდხანს ხმის დათვლის პროცესი კორცხელის საარჩევნო უბანზე გაგრძელდა, იქ რამდენჯერმე მოხდა ხმის გადათვლა. ამ მომენტისთვის კი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე აქვს ყველა, 45 საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგები“, –  განუცხადა ჟურნალისტებს ცესკოს თავმჯდომარემ.

წინასწარი შედეგები:

ოლქი მაჟორიტარული ოლქი ნომერი საარჩევნო სუბიექტი კანდიდატი პროცენტი ხმების რაოდენობა
გლდანი 10,22 1 თავისუფალი საქართველო ნინო ჯურხაძე 13.84% 624
გლდანი 10,22 24 სახალხო ხელისუფლება ზურაბ კვანტალიანი 5.48% 247
გლდანი 10,22 41 ქართული ოცნება ბორია ფირცხელიანი 80.69% 3639
გარდაბანი 21,08 1 თავისუფალი საქართველო დავით ხვისტანი 0.51% 6
გარდაბანი 21,08 24 სახალხო ხელისუფლება ტოფიკ ახმედოვი 20.32% 238
გარდაბანი 21,08 41 ქართული ოცნება ფახრადინ შარიფოვი 67.89% 795
გარდაბანი 21,08 42 დამოუკიდებელი კანდიდატი ჯემალ მურადხანოვი 11.27% 132
გარდაბანი 21,18 1 თავისუფალი საქართველო ჯამილა გასანოვა 1.5% 17
გარდაბანი 21,18 41 ქართული ოცნება ვუგარ მამედოვი 98.5% 1119
კასპი 30,12 5 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ციცინო აბუაშვილი 26.98% 340
კასპი 30,12 24 სახალხო ხელისუფლება სოლომონ ტატანაშვილი 7.54% 95
კასპი 30,12 41 ქართული ოცნება ალექსანდრე მერებაშვილი 65.48% 825
წყალტუბო 58,17 5 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბუხუტი ფირცხალავა 30.89% 598
წყალტუბო 58,17 33 ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები ივანე როყვა 4.8% 93
წყალტუბო 58,17 41 ქართული ოცნება მურადი ზაქარიაძე 64.31% 1245
ოზურგეთი 60,05 5 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბესიკი ქათამაძე 59.6% 714
ოზურგეთი 60,05 41 ქართული ოცნება ნონა ტუნაძე 40.4% 484
ოზურგეთი 60.01.04 41 ქართული ოცნება ვასილ ჩიგოგიძე 64.56% 918
ოზურგეთი 60.01.04 42 დამოუკიდებელი

კანდიდატი

გრიგოლ კალანდარიშვილი 35.44% 504
ხობი 66,17 41 ქართული ოცნება კობა კაკულია 100% 119
ზუგდიდი 67,15 1 თავისუფალი საქართველო თეონა ქარდავა 1.28% 16
ზუგდიდი 67,15 5 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვარადებული ლაშხია 49.76% 623
ზუგდიდი 67,15 41 ქართული ოცნება ამირან ლაგვილავა 48.96% 613

 

banner
წინა სტატიაში(video) მიხეილ სააკაშვილმა ვარადებული ლაშხიას გამარჯვება კიევიდან მიულოცა
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: ვინც მუშტს იქნევდა, ჩვენს სამშობლოს ურტყამდა მუშტს, ეს ქაოსის გზაა