ბურჭულაძისგან გაქცეული ნინო კუზანოვა თამაზ მეჭიაურის პარტიის სახე ხდება?

კუზანოვაროგორ კეთდება ფული პოლიტიკაში

ზოგადად, პოლიტიკა და ლოგიკა, ალბათ, არათავსებადი ცნებებია, მაგრამ ქართული პოლიტიკა ლოგიკის ელემენტარულ წესებსაც არ ემორჩილება, რაც ძირითადად იმაში გამოიხატება, რომ ადამიანები მსოფლმხედველობსა და შეხედულებებს კალოშებივით იცვლიან. ამ მხრივ ყველაზე უცნაური კი ის გახლავთ, რომ პიროვნება ლიბერალური ღირებულებების და პროდასავლური კურსის მხარდამჭერი რომ გგონია, უცებ ულტრანაიოცანლისტი ხდება. ეს შეიძლება, იმით აიხსნას, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც პოლიტიკა კარგ და უზრუნველ ცხოვრებასთან ასოცირდება. ამას გარდა, პოლიტიკური პარტიების ლიდერები „ახალ სახედ“ ისეთ პიროვნებას მონათლავენ ხოლმე, რომელიც საზოგადოებისთვის ახალი კი არა, როგორც იტყვიან, კარგად დავიწყებული ძველია.

ამ „ძველი ახალი სახეების“ სიმრავლით „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ გამოირჩევა, თუმცა „ახალი ძველების“ ნაკლებობას, მაგალითად, არც „თავისუფალი დემოკრატები“ უჩივის და არც – პაატარა ბურჭულაძის პოლიტიკური გუნდი. სხვათა შორის, ეს უკანასნკელი ისეთი „ახალი სახეებით“ არის დაკომპლექტებული, როგორიც რუსთავის ყოფილი მერი მერაბ ტყეშელშვილია, ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, როგორც „თაიმერს“ უთხრეს, ბურჭულაძის საარჩევნო საიში, დიდი ალბათობით, ტყეშელაშვილი იქნება. ასევე, ბურჭულაძის გუნდში სერიოზული პოლიტიკური თანამდებობა, ასევე, კულუარული ინფორმაციით, ივერი ჭელიძის ვაჟსაც უჭირავს, ანუ ის, როგორც „თაიმერს“ უთხრეს, რეგიონულ საკითხებს კურირებს.

ზოგადად, პაატა ბურჭულაძის პარტია პოლიტიკურ ველში შემოსვლისთანავე სკანდალებში გაეხვა. ასე, მაგალითად, ჯერ იმან დაშოკა საზოგადოება, როცა ყრილობაზე ცნობილი გახდა, რომ ბურჭულაძე ქვეყნის „აყვავებას“ ექიმ ნინო კუზანოვა დახმარებით ცდილობდა. ამაზე დიდი შოკი კი ის იყო, რომ ყრილობიდან ერთი თვის თავზე კუზანოვამ პარტია ისე დატოვა, რომ ამის შესახებ პარტის ლიდერებმა პირდაპირი ეთერიდან გაიგეს.

ახლა, გონიერ ადამიანს გაუჩნდება კითხვა, კუზანოვას ან მაშინ რა ამოძრავებდა, როცა პოლიტიკაში ჩართვის სურვილი გადაწყვიტა, ან მერე რამ უბიძგა, რომ ბურჭულაძის გუნდი დაეტოვებინა, მაგრამ თუ „თაიმერის“ წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორეს ვირწმუნებთ, ეს ექიმი ქალბატონი, ასე თუ ისე, პოლიტიკური ვაჭრობის მსხვერპლი გახდა.

„ვაჭრობა, შეიძლება, ცუდი ან არაკორექტული სიტყვაა, მაგრამ პირდად მე, რატომღაც მგონია, რომ კუზანოვას „ოცნებაში“ უნოდა ინტეგრირება, მაგრამ რადგან ეს ვერ გამოუვიდა, ამიტომ, მმართველ პარტიაზე „შური“ იძია და პაატასთან წავიდა. ამასობაში, მან, როგორც მე ვიცი, შეთავაზება თამაზ მეჭიაურისგან მიიღო. ახლა, ზუსტად არ ვიცი, პირადად მეჭიაურმა შესთავაზა, რომ მის პარტიაში გადასულიყო თუ მისი რომელიმე პარტიის ლიდერმა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მეჭიაურის გუნდისგან მან ასეთი შეთავაზება მიიღო და არ გამიკვირდება, რომ ამ პარტიის საარჩევნო სიაში ვნახოთ,“ – აღნიშნა „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენმა წყარომ.

ამას გარდა, ის იმასაც ამბობს, რომ „ოცნების“ საარჩევნო სიაში სხვადასხვა დროს „ცნობადი“ ადამიანებიც ცდილობენ მოხვედრას და ისინი პირად საუბრებში ამის სურვილს არ მალავენ.

„ახლა, კონკრეტული ადამიანის გვარს არ დაგისახელებთ, მაგრამ იმას გეტყით, რომ ეს ადამიანი 90-იანი წლების ბოლოს და 2000-იანის დასაწყისში საშუალო პოპულარობით სარგებლობდა. ბოლო დროს რამდენიმე ჟურნალისტმა პოლიტიკურ პროცესებზე აზრი კითხა და მანაც „ოცნებას“ „კოჭი გაუგორა“. მეგობრების წრეში კი დაუფარავად ამბობს, მე თუ არა, აბა, მომავალ პარლამენტში „ოცნების“ სახე ვინ უნდა იყოსო, მაგრამ როცა ასეთი ადამიანების ასეთ ამბიციებს ვისმენ, უბრალოდ, მეცინება,“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს წყარო, რომელიც ასევე, აღნიშნავს, რომ „ოცნებაზე“ ბევრი განაწყენებული ადამიანი თავშესაფარს სხვადასხვა პარტიაში ეძებს.

„ამ მხრივ ყველაზე პოპულაური, როგორც მე დავაკვირდი, სამი პარტიიაა. ესენია: ალასანიას გუნდი, მეჭიაურის გაერთიანება და ბურჭულაძე, თუმცა წლევანდელ საარჩევნო კამპანიაში ისეთი ხალხიც არის ჩართული, რომელსაც პოლიტიკა არასოდეს აინტერესებდა, მაგრამ ეს ხალხი თავიანთი სოციუმში პოპულაურობით სარგებლობს. ამიტომ, პარტიების ლიდერებმა, ასე ვთქვათ, დაიქირავეს და საარჩევნო კამპანიაში ჩართეს. მაგალითდ, ვიცი ერთი ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის სარჩევნო კამპანიაშია ჩართულ და კარდაკარ დადის. ამ ადამიანს პოლიტიკა, მაპატიეთ და, სულ ფეხებზე კიდია, მაგრამ ალბათ, კარგად უხდიან და რას კარგავს? – პოლიტიკაც ხომ ჩვეულებრივი ბიზნესია და რა მნიშვნელობა აქვს, ვინმეს არარეალურ დაპირებებს გაყიდის თუ მაგალითად, რომელიმე ბრენდის ტანისამოსს?“ – ხუმრობით აღნიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს წყარო.

banner
წინა სტატიაში(video) რაულ ხაჯიმბამ დაადასტურა განზრახვა, გადადგეს, თუ ამას ხალხი მოინდომებს
შემდეგი სტატია(video) თუ ხალხი მოითხოვს, ხაჯიმბა მზადაა გადადგეს