(video) თუ ხალხი მოითხოვს, ხაჯიმბა მზადაა გადადგეს

(video) თუ ხალხი მოითხოვს, ხაჯიმბა მზადაა გადადგეს

გუშინდელი მასობრივი არეულობის შემდეგ, აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ დღეს მიტინგზე შეკრიბა ხელისუფლების მხარდამჭერები. ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მოსულებმა დაგმეს ოპოზიციური ძალების მიერ მოწყობილი საპროტესტო აქცია და ხელისუფლებას მოსთხოვეს დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. საკუთარ მხარდამჭერეებს ხაჯიმბამ სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მზად არის გადადგეს, თუკი ამას ხალხი მოითხოვს.
დღესვე ბრიფინგზე აფხაზეთის დეფაქტო გენერალურმა პროკურორმა ალექსი ლომიამ განაცხადა, რომ გუშინდელ არეულობასთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. თუმცა მისი თქმით, სისხლის სამართლის საქმე ჯერ არ არის აღძრული. მას ეს ფაქტი ახსნა ახალი კანონმდებლობით, რომელიც არ კრძალავს გამოძიების დაწყებას სისხლის სამართლის საქმის აღძრამდე. ჩანაწერს ბრიფინგიდან სააგენტო „სპუტნიკი“ ავრცელებს.

 

https://youtu.be/Jlmmbgybkdc

https://youtu.be/v9kdoGHwTDA

banner
წინა სტატიაშიბურჭულაძისგან გაქცეული ნინო კუზანოვა თამაზ მეჭიაურის პარტიის სახე ხდება?
შემდეგი სტატიაკახეთის გუბერნატორად შესაძლოა, ირაკლი ქადაგიშვილი დაინიშნოს