(video) რაულ ხაჯიმბამ დაადასტურა განზრახვა, გადადგეს, თუ ამას ხალხი მოინდომებს

ხაჯინბა ქართველთა ბინებს თავის ხალხს ურიგებს

საზღვრის საინჟინრო დაფიქსირებაოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ დაადასტურა განზრახვა, გადადგეს, თუ ამას ხალხი მოინდომებს. ამის შესახებ მან დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობის კურსის მხარდამჭერ მიტინგზე განაცხადა, რომელიც დღეს დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გაიმართა.

„ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი, რათა გაგვეერთიანებინა ხალხი, შეგვექმნა პირობები სახელმწიფოს ლიდერის ბედის რეალური გადაწყვეტისათვის, მაგრამ ირკვევა, რომ არც ეს იყო საჭირო. ახლა აყენებენ საკითხს, რომ რეფერენდუმი გადაიდოს. რეფერენდუმი იქნება! კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ყოველი თქვენგანი, ვინც ახლა აქ დგას და დანარჩენი მოსახლეობა, ჩვენი ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ხაჯიმბა გადადგეს, მე მას მივიღებ. მაგრამ თუ ეს არ მოხდება, მე ბოლომდე ვიბრძოლებ მთელი იმ ნეგატივის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს სახელმწიფოში არსებობს. მე ვერავინ შემაშინებს!“,– განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

ხაჯიმბას აზრით, რეფერენდუმის ორგანიზატორებს იმთავითვე ჩაფიქრებული ჰქონდათ მისი ჩაგდება.

„დავრწმუნდი, რომ მათ, ვინც ესოდენ მკაცრად დეკლარირებდა რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობას, ეს რეფერენდუმი იმთავითვე არ სჭირდებოდათ, იქიდან გამომდინარე, რაც იგივე საინიციატივი ჯგუფის წარმომადგენლების მიერ გაკეთდა“,– განმარტა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ გუშინ მიტინგის მონაწილეებმა დე ფაქტო შსს–ს შენობის შტურმით აღება სამჯერ სცადეს. გვიან ღამით პრეზიდენტმა დააკმაყოფილა ოპოზიციის მიერ ორგანიზებული მიტინგის მონაწილეთა მოთხოვნა და დე ფაქტო შს მინისტრი ლეონიდ ძიაფშბა თანამდებობიდან გაათავსიუფლა, თუმცა უარი განაცხადა მეორე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხზე 10 ივლისისთვის დაგეგმილი რეფერენდუმის საშემოდგომოდ გადადებას გულისხმობდა.

დე ფაქტო შს სამინისტროსთან განვითარებული მოვლენების დროს 19 ადამიანი დაშავდა, მათ შორის რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი. ყველას გაეწია სამედიცინო დახმარება. ამჟამად კლინიკებში 7 ადამიანი რჩება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დაშავებულებს შორის არიან ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილები, ასევე ადამიანები სხვადასხვა სიმძიმის ნაჭდევებითა და ტვინის შერყევით.

რია ნოვოსტის“ ცნობით, ზოგიერთმა მომიტინგემ ცეცხლნასროლი ჭრილობები იმ შეიარაღებული ინციდენტის დროს მიიღო, რომელშიც დე ფაქტო სახელმწიფო დაცვის თანამშრომელიც იყო ჩართული. დაიჭრა თავად ეს თანამშრომელიც. იგი დღეს საავადმყოფოში დე ფაქტო პრეზიდენტმა მოინახულა.

https://youtu.be/MYiUzgxLEQ4

banner
წინა სტატიაში(video) აშშ-ს სახელმწიფო მდივნი ჯონ კერი თბილისის ქუჩებში
შემდეგი სტატიაბურჭულაძისგან გაქცეული ნინო კუზანოვა თამაზ მეჭიაურის პარტიის სახე ხდება?