ბოსნია და ჰერცოგოვინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა

ბოსნია და ჰერცოგოვინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა – ამის შესახებ დღეს საგარეო საქმეებსა და უსაფრთხო პოლიტიკაში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინმა გააკეთა განცხადება , წერს “როიტერსი”.
მისი თქმით, ეს კარგი ამბავია როგორც თვითონ ქვეყნისთვის, ასევე გაერთიანებისთვის. ბრიუსელმა აღნიშნა, რომ სარაევოს წევრობას განიხილავენ იმის მიუხედავად, რომ ქვეყანა ევროსტანდარტებს ბევრი კუთხით არ აკმაყოფილებს.
ბოსნია-ჰერცოგოვინას პრეზიდიუმის თავმჯდომარემ დრაგან ჩოვიჩმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა-კანდიდატის სტატუსის მიღება დიდ ხანს არ დაიკავებს. “ჩვენ წინ რეფორმების დიდი გზა გვაქვს გასავლელი… მაგრამ ჩვენ არ გადავუხვევთ გზიდან” – თქვა ჩოვიჩმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში ტერაქტების შესახებ ოფიციალურ გაფრთხილებას აკეთებენ
შემდეგი სტატიახმაური ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე – ოპოზიცია ე.წ. შეწყალების საქმეზე საუბრობს