ტერაქტის საქმეზე ბრალდებულ ბექა ბექაურის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
დაკავებული ბექა ბექაური საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას მრავლობითი დაზიანებები თავისა და გულმკერდის არეში აღენიშნება. ბექაურმა დანაშაული უკვე აღიარა.
მომხდარზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას სახალხო დამცველმა მიმართა.