(video) თავდასხმა ქართველ ბიზნესმენზე-მინდია გულუა სიკვდილს ებრძვის

რუსეთში, კრასნოდარში ქართველ ბიზნესმენს 46 წლის მინდია გულუას თავს დაესხნენ. მას საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლი გაუხსმეს. რუსული მედიის ცნობით, გულუას ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზსთან დახვდნენ.

რუსული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის დროს ბიზნესმენი დაცვასთან ერთად ჩეკისტების პროსპექტის 42-თან იმყოფებოდა. მოულოდნელად გულუასთან შეიარაღებული უცნობები მივიდნენ და მუცლის არეში ესროლეს. დასისხლიანებული ბიზნესმენი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამჟამად სასწრაფო ოპერაცია უტარდება.

– თავდასხმის მომენტში სახლის მაცხოვრებლებმა ერთი გასროლის ხმა გაიგეს. არავითარი ავტომატის ჯერი არ ყოფილა, – იუწყება რუსული მედია სამართალდამცველ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.მოგვიანებით მიკრორაიონის მეორე ბოლოში, დუმენკოს ქუჩაზე მეხანძრეები ВАЗ-2114-ის მარკის ავტომანქანას აქრობდნენ. მის უკანა სავარძელზე მარყუჟიანი ავტომატი АК აღმოაჩინეს. პოლიციამ ეს ორი შემთხვევა ერთმანეთს დაუკავშირა. მისი ვერსიით, თავდამსხმელები თავდასხმის ადგილიდან სწორედ ამ მანქანით გაიქცნენ, ხოლო შემდეგ მიატოვეს და ცეცხლი წაუკიდეს დანაშაულის კვალის დასაფარად.

ეს კვირის დასაწყისიდან კრასნოდარის მხარეში ბიზნესმენებზე თავდასხმის უკვე მეორე შემთხვევაა.

 

ამ დროისთვის მინდია გულია მძიმე დმგომარეობაში საავადმყოფოშია მოთავსებული. თუმცა ზოგიერთი მედიის ცნობით, გულუა გარდაიცვალა.

1994 წელს მინდია გულუა საცხოვრებლად ყუბანში გადავიდა. ოთხი წლის შემდეგ ის კრასნოდარის საკანონმდებლო ასამბლეის დეპუტატად იქნა წარდგნილი. 2000 წელს კი უსრ-ლაბინსკის მერობისთვის იბრძოდა.

ბოლო 6 წლის განმავლობაში მიდნია გულუა საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველოს სახელით“ ხელმძღვანელობდა.

ბიზნესმენს მეუღლე და სამი შვილი ჰყავს.

 

 

https://youtu.be/_cJXDwSrOAE

 

 

banner
წინა სტატიაშიცნობილი ბელგიური კომპანია Guylian-ი საქართველოში ინვესტიციის განხორციელებით დაინტერესდა
შემდეგი სტატიაბექა ბექაურის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო