პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური ბლოკის ერთ-ერთი წევრი დაკითხვაზე დაიბარეს

პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური ბლოკის ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი წევრი, თეონა დვალი მთაწმინდის რაიონულ პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარე. პოლიციის შენობასთან იმყოფებიან გაერთიანების ლიდერები. შენობაში შესვლამდე დვალმა კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა. „ნამდვილად ვერ ვხვდები, რის გამო უნდა გავეჩერებინე, ჩემი პირადობის მოწმობა მოითხოვეს და მითხრეს, რომ ვიზუალურად ძალიან ვგავდი ეჭვმიტანილს და ცდილობდნენ ამის გადამოწმებას დაახლოებით 40 წუთს შემდეგ მომიტანეს ამონაწერი, აინტერესებდათ ინფორმაცია, სად ვმუშაობდი, რაზე ვმუშაობდი“,-განაცხადა დვალმა.

სამართლებრივ საკითხებში პაატა ბურჭულაძის მრჩეველის დავით ჯანდიერის თქმით, პოლიციელი არც მის ვინაობას ასახელებდა და არც გაჩერების მიზეზს განმარტავდა.

“პოლიციელი არ ასახელებს მის ვინაობას, არ ასახელებს თუ რასთან დაკავშირებით აჩერებს მას, მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ ეუბნება, რომ გარკვეული ეჭვები არსებობს მასთან დაკავშირებით, თუმცა რაში მდგომარეობს ვერ ასაბუთებენ და მხოლოდ 40 წუთის შემდეგ მოაქვთ უწყება, რომელშიც არც მისამართია მითითებული, არაფერი არ არის მითითებული,“ – აღნიშნა ჯანდიერმა.

„პაატა ბურჭულაძე-მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლის დაკითხვაზე დაბარებას, მოძრაობის ერთერთი ლიდერი გიორგი ვაშაძეc ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკური დავალება, დაშინება, იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა პოლიტიკურ საქმიანობას დაანებონ თავი. „განმარტება არის აბსურდული, რომ ვითომ სახეზე მიამსგავსეს ვიღაცას. რეალურად ხომ ძალიან კარგად გვესმის, რომ ოფისიდან გამოვიდა, აედევნენ უკან და გააჩერეს გზაში. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დავალებების შესრულება და ადამიანების დაშინება, ვინც ჩვენს ოფისშია, ვინც ჩვენ მხარს გვიჭერს, ვინც ჩვენთან ერთად მუშაობს, იმისთვის, რომ მათ ან დაანებონ პოლიტიკურ საქმიანობას თავი, ან ინფორმაციები მიაწოდონ სამართლადამცავ ორგანოებს“,-განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიბექა ბექაურის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაპუტინმა ყირიმის ინციდენტზე მერკელთან და ოლანდთან იჩივლა