ბელგიელმა დამსუფთავებლებმა ისლამისტების ნოუთბუქი იპოვეს

ბელგიელმა დამსუფთავებლებმა ისლამისტების ნოუთბუქი იპოვეს

ბელგიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ნაგვის კონტეინერში კომპიუტერი იპოვეს, რომელსაც “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკები იყენებდნენ.
კომპანიის თანამშრომლებმა, რომლებიც რაიონს აფუფთავებდნენ, ერთ-ერთ კონტეინერში ცელოფანში გახვეული პაკეტი აღმოაჩინეს, რამაც თანამშრომლების ეჭვი გამოწვია – ბელგიაში გაფუჭებულ კომპიუტერებს სპეციალური კომპანია იბარებს. დასუფთავების სამსახურმა ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობეს. მას შემდეგ, რაც პოლიციაში ჩართეს კომპიუტერი, მასში აღმოაჩინეს ფაილები, სადაც მოცემულია იმ ადამაინების სია, რომლებიც “ისლამურ სახელმწიფოსთან” არიან კავშირში.
გუშინვე ცნობილი გახდა, რომ ტაქსის მძღოლმა, რომელმაც ტერორისტები აეროპორტში მიიყვანა, პოლიციას აჩვენა სახლი, საიდანაც ტერორისტები გამოვიდნენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრიუსელში ტერაქტების სერია მოხდა, რომელსაც უკანასკნელი ინფორმაციით 32 ადამიანი ემსხვერპლა და 250 დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიკერი მოსკოვში ლავროვთან და პუტინთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა
შემდეგი სტატია“როდესაც მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შენი ტანკები დგას, ყველაფერი ნათელია“