ბათუმში ასლან აბაშიძი ქუჩაზე რამდენიმე სახლი იწვის. ,,თაიმერის” ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ ძლიერი აფეთქება მოხდა გაზგასამართ სადგურზე.
თუმცა ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით აფეთქება საწყობში მოხდა და ხანძარ მიმდებარე ტერიტორიაზეც გავრცელდა. ჯერ-ჯერობით უცნობია ინციდენტის დროს იმყოფებოდა თუ არა ადგილზე ვინმე.
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.