მაშველებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე კიდევ 7 ტურისტი გადაარჩინეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა დღეს ქობულეთში, ჩაქვი-ბუკნარის სანაპირო ზოლზე, 5 უცხოელი ტურისტი გადაარჩინეს, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი ბავშვი.

ზღვაში შესული ბავშვები ტალღამ გაიტაცა. მათ დასახმარებლად წყალში მშობლებიც შევიდნენ, მაგრამ ნაპირზე გამოსვლას ვერც ერთი ვეღარ ახერხებდა.

ისინი ნაპირზე მყოფმა წყალზე მაშველებმა შენიშნეს და მათ დასახმარებლად ზღვაში შევიდნენ.

სამშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ხუთივეს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია. ამ დროისთვის, ბავშვებისა და მათი მშობლების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დღესვე, შსს-ს წყალზე მაშველებმა ოზურგეთში, შეკვეთილის სანაპირო ზოლზე, კიდევ ერთი წარმატებული სამაშველო ოპერაცია განახორციელეს. მათ, სომხეთის 2 მოქალაქე ზღვიდან უვნებლად გამოიყვანეს.

banner
წინა სტატიაშითურქეთს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება
შემდეგი სტატიაბათუმში რამდენიმე სახლი იწვის (+ფოტოები)