ბათუმის საკრებულოს ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები” დაიშალა

ბათუმის საკრებულოში “თავისუფალი დემოკრატების” ფრაქცია დაშლილია.

ფრაქცია დატოვა აჭარის ორგანიზაციის სამმა წევრმა. დეპუტატი კობა ჩხეიძე, მისივე გადაწყვეტილებით, ბათუმის საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობს.

“თავისუფალი დემოკრატები” დატოვეს ასევე ჯაბა ბერიძემ და ქედა-შუახევი-ხულოს ოლქის მაჟირიტარობის კანდიდატმა ოთარ ცეცხლაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი : ოღონდ ხელისუფლებაში იყვნენ და საჭირო მომენტში დასავლელიც გახდებიან, აღმოსავლელიც და მარსიანელიც
შემდეგი სტატიაე.წ. კაბელების საქმეზე დღეს სააპელაციო სასამართლოში მორიგი პროცესი იმართება