ე.წ. კაბელების საქმეზე დღეს სააპელაციო სასამართლოში მორიგი პროცესი იმართება

ე.წ. კაბელების საქმეზე დღეს სააპელაციო სასამართლოში მორიგი პროცესი იმართება. სასამართლო პროცესზე შესავალის სიტყვით წარსდგება დაცვის მხარე, ბრალდება კი შესავალი სიტყვით მომდევნო სხდომაზე, 20 ოქტომბერს გამოვა.

“დაცვის მხარე წარმოადგენს თავის ახსნა-განმარტებას, ჩვენ გვაქვს სააპელაციო საჩივარი დაახლოებით 100 გვერდიანი, სადაც დეტალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, არის დასაბუთებული პირველი ინსტანციის განაჩენის უსაფუძვლობა,”-აცხადებს ადვოკატი სოსო ბარათაშვილი.

სხდომაზე დასწრებას „თავისუფალი დემოკრატები“ სრული შემადგენლობით გეგმავენ. სასამართლო პროცესს დაესწრება ირაკლი ალასანიაც.

ვირუსის ბლოკატორები