ბარაკ ობამა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას ჩაატარებს

ობამა: ამერიკული საზოგადოება ჯერაც რასიზმით არის დაავადებული

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა პარიზში განხორციელებული ტერაქტების საკითხზე ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
როგორც სააგენტო “როიტერი” იტყობინება, პრეზიდენტი საკუთარ გუნდს თურქეთში გამგზავრებამდე შეხვდება, სადაც დიდი ოცეულის სამიტს უნდა დაესწროს. “დიდი ოცეულის” სამიტი 15-16 ნოემბერს გაიმართება.
აშშ_ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პარიზში განხორციელებული ტერაქტების დროს აშშ-ის სამი მოქალაქე დაიჭრა. უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარკ ტონერის განცხადებით, საფრანგეთში აშშ-ის საელჩო 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.

www.ipn.ge

banner
წინა სტატიაში“ექსპორტი 24 პროცენტით შემცირდა”
შემდეგი სტატია(ვიდეო) ხაშურში სტიქია მძვინვარებს