ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ისანში, სასტუმრო „რიჩის“ კედელს სამგზავრო ავტობუსი შეეჯახა, ავტობუსში 17 ადამიანი იჯდა. შეჯახებისას ავტობუსმა 4 მსუბუქი ავტომობილი მოიყოლა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო და სამაშველო დახმარების ბრიგადები.