საქართველოში დიდ ბრიტანეთს ახალი ელჩი ჰყავს

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ახალი ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი იქნება.

მან თავის მისიაზე კომენტარი გააკეთა.

“ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში მისი უდიდებულესობის ელჩად დანიშვნა. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. გამიმართლა, რომ საქართველოში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და ახლა მაქვს შესაძლებლობა, აქ ვიცხოვრო და ვიმუშაო. საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის მყარი მეგობრული ურთიერთობებია. სამომავლოდ, ბევრი საინტერესო მიმართულებით არის შესაძლებებელი ამ ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცება”.

მაკენზი სმიტი ელჩის მოვალეობის შესრულებას მას შემდეგ შეუდგება, რაც რწმუნებათა სიგელებს გადასცემს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

ცნობისათვის, საქართველოში ელჩად დანიშვნამდე, მაკენზი სმიტი ბრიტანეთის დიპლომატიურ სამსახურში სხვადასხვა საქმიანობით იყო დაკავებული. მისი უკანასკნელი მისია გახლდათ მეხიკოში, დიდი ბრიტანეთის საელჩოში, სადაც ის ელჩის მოადგილე და ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით დირექტორი იყო.

მანამდე კი, იგი იმყოფებოდა გაეროს დიდი ბრიტანეთის მისიაში, ნიუ იორკში. დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის სამინისტროში მას ნამუშევარი აქვს აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიის, ევროკავშირის, ეუთოს, ადამიანის უფლებათა დაცვის და მედიის საკითხებზე”.

banner
წინა სტატიაში“სუხიშვილები”: უარს ვამბობთ რუსეთში გასტროლებზე
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა ისანში – სამგზავრო ავტობუსი კედელს დაეჯახა