ავღანეთში თალიბების მიერ სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

50-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა ავღანეთში თალიბების მიერ სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად, რომელიც ქალაქ მაზარი-სარიფთან მდებარეობს – ამის შესახებ აშშ-ს ცენტრალური სარდლობის წარმომადგენელმა ჯონ ტომასმა განაცხადა. მისი თქმით, თალიბების თავდასხმის მიზანი მეჩეთი და სასადილო ოთახი იყო, სადაც ავღანელი სამხედროები იმყოფებოდნენ, შესაძლებელია სამოქალაქო პირებიც, რომლებიც ამ ბაზაში მუშაობდნენ.
ტომასმა აღნიშნა, რამდენიმე თავდამსხმელი საპასუხო ცეცხლის გახსნისას დაიღუპა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება “თალიბანმა” აიღო.

banner
წინა სტატიაშიზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერობისთვის იბრძოლებს
შემდეგი სტატიააფხაზეთი მზად არის განიხილოს “გამტარი სარკინიგზო გზის“ პროექტი