აშშ-ის საელჩო – ხურჩის ინციდენტი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან საერთაშორისო უსაფრთხოების ზომების აუცილებლობას წარმოაჩენს

amerikis-saelcho-saqartveloshiამერიკის შეერთებული შტატები გმობს შეუიარაღებელი მამაკაცის სასიკვდილოდ დაჭრას სოფელ ხურჩაში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე, ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან ახლოს. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

საელჩო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.

“ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, მყისვე დაიწყონ საფუძვლიანი და დროული გამოძიება, რათა ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირები წარდგნენ სამართლის წინაშე. ეს ინციდენტი წარმოაჩენს საჭიროებას, სასწრაფოდ განახლდეს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, აგრეთვე ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ორივე მხარეს მიღებულ იქნას საერთაშორისო უსაფრთხოების ზომები.
შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს სურვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”,-ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიქვეყანა დემორალიზებულია და ის ადამიანები, ვინც დღეს ციხეში სხედან, გმირები უნდა ყოფილიყვნენ და არა ანტიგმირები
შემდეგი სტატიაროლანდ ახალია ნაცმოძრაობის აღმასრულებელ მდივანს უპირისირდება