როლანდ ახალია ნაცმოძრაობის აღმასრულებელ მდივანს უპირისირდება

axalaia-rolandi-10ბაჩო და დათა ახალაიების მამა,ზუგდიდის მაჟორიტარი როლანდ ახლაია “ნაცმოძრაობას” უპირისპირდება. „თაიმერი“ ახალაიას პოსტს, რომელიც მან „ფეისბუქში“ დაწერა, უცვლელად გთავაზობთ:
“ბატონო სერგო! რატიანო. ნაციონალური პარტიის აღმასრულებელო მდივანო! ვნახე თქვენი საჯარო განცხადება ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა მიმართ და აქვე საჯაროდ გეკითხებით, არიან თუ არა სამშობლოს მართლა დამცველი პირები: რომა შამათავა, ზურა შამათავა, კობა თოდუა, ალექსანდრე გორგაძე და მრავალი სხვა პირი პოლიტპატიმრები და თუ არიან მაშინ რატომ თქვენ არ ამბობთ არაფერს და რას ნიშნავს ეს. იქნებ მიპასუხოთ საჯაროდ. ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი. იქნებ დაინტერესდეთ იგივე ბ.ბუგიანიშვილის მიერ დ.ახალაიასა ბ.ახალაიას, ლ.ქარდავას, გ.მაზმიშვილისა და სხვათა მიმართ “დადგენილი” განაჩენებით. თქვენ იქ იხილავთ ბ.ბუგიანიშვილის მიერ ჩადენილ უკანონობის ნათელ სურათს. არ შეიძლება ეს მოსამართლე სახელმწიფოს სახელით ადამიანების ბედს წყვეტდეს და ამაზე მეტყველებს თვითონ მისი განაჩენებად წოდებული პოლიტიკური ვერდიქტები. ნახეთ. დაინტერესდით. ფაქტები სახეზეა. თანაც ისეთები რომლებიც, სასამართლო არქივებშიც ვერ მოიპოვება. სამწუხაროა, სამწუხაროა და კიდევ სამწუხაროა სამართლიანობისათვის ბრძოლაში ორმაგი სტანდარტები”-წერს როლანდ ახალაია.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურასთან აქციას ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები შეუერთდნენ.როგორც სერგო რატიანმა განაცხადა ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია. უნდა გავერთიანდეთ იმისთვის, რომ შევცვალოთ ვითარება ქვეყანაში. ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმრები არიან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ გასათავისუფლებლად”, –  აღნიშნა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საელჩო – ხურჩის ინციდენტი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან საერთაშორისო უსაფრთხოების ზომების აუცილებლობას წარმოაჩენს
შემდეგი სტატია22 მაისს საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება