ქვეყანა დემორალიზებულია და ის ადამიანები, ვინც დღეს ციხეში სხედან, გმირები უნდა ყოფილიყვნენ და არა ანტიგმირები

irakliiiiiii„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას მეუღლის, ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის განცხადებით, ის, რაც დღეს ხდება მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში ბევრად გენერალიზებული პრობლემა არსებობს.

როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, ქვეყანა დემორალიზებულია და ის ადამიანები, ვინც დღეს ციხეში სხედან, გმირები უნდა ყოფილიყვნენ და არა ანტიგმირები.

„დღეს რაც ხდება, ეს ბევრად გენერალიზებული პრობლემაა ქვეყნისთვის, რადგან ესენი არიან ნაომარი ხალხი – მეომრები, რომლებიც გმირებად უნდა შეერაცხათ და ანტიგმირებად წარმოადგინეს მართლაც ბიუჯეტის ქურდებმა და კორუფციით დაინტერესებულებმა. გარდა იმისა, რომ აქ ჯარის დაკნინება, ოფიცრის ღირსების შელახვა ხდება, პროფესიონალის მთლიანად სულიერად დაკნინება ხდება.

ის, რომ შეიძლება ხელი წამოჰკრა ხუთ ოფიცერს და შვიდ-შვიდი წელი ჩამოურიგო, იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანა დემორალიზებულია. ეს მთლიანად ერზე ცუდად იმოქმედებს“, – აღნიშნა ნათია ფანჯიკიძემ.

ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი დღეს საქართველოს მთავარ პროკურატურასთან გააპროტესტეს.

„თავისუფალი დემოკრატების“ მიერ ორგანიზებულ აქციას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეუერთდნენ.

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე – ხელისუფლება ძირითადად კონცენტრირებულია ოპონენტების დევნაზე
შემდეგი სტატიააშშ-ის საელჩო – ხურჩის ინციდენტი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან საერთაშორისო უსაფრთხოების ზომების აუცილებლობას წარმოაჩენს