აშშ-ს პრეზიდენტმა სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის ახალი კანდიდატურა დაასახელა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაასახელა ჯერომ პაუელის კანდიდატურა. ამის შესახებ პრეზიდენტმა თეთრ სახლში შეხვედრისას თავად განუცხადა ჟურნალისტებს.
“მცირე პერიოდის მანძილზე ჩვენ მივაღწიეთ წარმოუდგენელ წარმატებებს. ბოლო 16 წლის განმავლობაში უმუშევრობა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ეკომონიკური მაჩვენებელი 3%-ით გაიზარდა, ეს დიდი მიღწევაა, საქმეები სულ უკეთ და უკეთ მიდის”, – თქვა ტრამპმა.
მან აღნიშნა, რომ “ამერიკის ეკონომიკას სჭირდება მყარი მონეტარული პოლიტიკა და ქვეყნის საბანკო სისტემაზე გონიერი ზედამხედველობა”.
აშშ-ს პრეზიდენტი თვლის, რომ ფედერალურ სარეზერვო სისტემას სათავეში უნდა ჩაუდგეს კიდევ უფრო მტკიცე ხასიათის ლიდერი და ჯერომ პაუელი სწორედ რომ ასეთი თვისებით გამოირჩევა.
ჯერომ პაუელს აშშ-ს ფინანსთა მინიტრის მოადგილის პოსტი ეკავა. 2012 წლიდან არის ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველთა საბჭოს წევრი.
მისი კანდიდატურა დასამტკიცებლად სენატს გადაეგზავნა.
ფედერალური სარეზერვო სისტემის ამჟამინდელ ხემლძღვანელს ჯანეთ იელენს ამ თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2018 წლის თებერვალში ეწურება

banner
წინა სტატიაშიანტიკორუფციული ბიურო დაინტერესდა პოროშენკოს ქარხნის საქმიანობით
შემდეგი სტატიაუკრაინელი დეპუტატი : თუ პოროშენკოს უყვარს თავისი ქვეყანა, ვადამდელი არჩევნები უნდა დანიშნოს