აშშ-ს კონგრესმა განსახილველად შეიტანა კანონპროექტი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ, რომელიც მიმდინარე სანქციებს რადიკალურად გაამკაცრებს. კანონპროექტის ტექსტი ქვედა პალატის დოკუმენტთა ბაზაშია განთავსებული -წერს რუსული მედია.
დოკუმენტი, რომელსაც “რუსული აგრესიის შესაჩერებლად 2017” ქვია, კონგრესმენთა ჯგუფმა მოამზადა და ის კონგრესში 28 მარტს შეიტანეს განსახილველად. კანონპროექტი განიხილება როგორც “აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩარევის, მინსკის ხელშეკრულების შეუსრულებლობისა და ყირიმის არაკანონიერი ანექსიის” პასუხი.
კანონპროექტი ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას გულისხმობს, სანქციების ქვეშ მოხვდებიან, ასევე ინვესტორები, რომლებიც ერთ მილიარდზე მეტის ინვესტიციას გააკეთებენ გაზის სექტორში, ასევე ბანკები და კომპანიები, რომლებიც რუსულ ობლიგაციებს ყიდულობენ – ასეთ პროექტებზე, თანხის მიუხედავად სანქცია დაიდება. რუსი ექსპერტების თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, რუსულ ეკონომიკას საგრძნობლად გაუჭირდება, რაც თავის მხრივ ფულის ერთეულზეც იმოქმედებს.