აფხაზი მომლოცველები ისრაელს ეწვივნენ

30 მომლოცველი აფხაზეთიდან იერუსალიმში იმყოფება. როგორც გასულ წელს, მათი მგზავრობა წმინდა მიწაზე ორგანიზებულია მოციქულ სვიმონ კანანელისა და დიდმოწამე ევსტათეს სახელობის ფონდის მიერ. ფინანსური დახმარება მომლოცველებს აღმოუჩინეს სოხუმის ადმინისტრაციამ და ადგილობრივმა მეცენატებმა.
ფონდის თავმჯდომარემ სააგენტო „Sputnik“- ს განუცხადა, რომ მომლოცველები ჩამოაბრძანებენ აფხაზეთში წმინდა ცეცხლს. იერუსალიმის გარდა ისინი მოინახულებენ ბეთლებს, ნაზარეთს და სხვა წმინდა ადგილებს.

banner
წინა სტატიაშიარაბებმა “აბუ ივანკა” ტრამპს სირიის დარტყმების გამო შეაქეს
შემდეგი სტატიააშშ-ს კონგრესი რუსული რუბლისა და ბიუჯეტისთვის დარტყმას ამზადებს