აშშ-მ რუსეთთნ ერთად კოალიციის შექმნის პირობები დაასახელა

რუსეთთან ერთად სირიაში ანტიტერორისტული კოალიციის შესაქმნელად, მოსკოვსა და ვაშინგტონს საერთო მიზნები უნდა გააჩნდეთ. ასეთი მიზნები მათ ჯერჯერობით არა აქვთ – ამის შეასხებ აშშ-ს ნატოში მუდმივმა წარმომადგენელმა დუგლას ლუტმა ილაპარაკა.
“ჩვენი მიზანია ისლამური სახელმწიფოს დამარცხება, რუსეთის მიზანია ოპოზიციის წინააღმდეგ სირიის რეჟიმის მხარდაჭერა” – განაცხადა დიპლომატმა.
რუსული თვითმფრინავის სუ-24-ის ჩამოგდების ფაქტის კომენტირებისას, მან განაცხადა, რომ აღნიშნულ ინციდენტთან ნატოს და აშშ-ს საერთო არაფერი ქონია: “ეს თურქეთის სუვერენული გადაწყვეტილება იყო” – განაცხადა მან.

რამდენიმე დღის წინ გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლიაენი ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ დროებითი კავშირის შექმნის იდეით გამოვიდა. გერმანული სამხედრო უწყების ხელმძღვანელი თვლის, რომ ისლამური სახელმწიფო მთავარი გამოწვევაა საფრანგეთის, აშშ-ს, გერმანიის, ჩინეთის, რუსეთის, თურქეთის, იარანის და არაბული ქვეყნებისთვის.

რუსეთის ავიაცია სირიაში 30 სექტემბრიდან ანხორციელებს ავიადარტყმებს.

banner
წინა სტატიაშიპესკოვმა ობამასა და პუტინის საუბრის შინაარსზე ისაუბრა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილმა ბელგიელ კოლეგას ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების დაჩქარება სთხოვა