აშშ-მ რუსეთის მხრიდან აგრესიის შესაჩერებლად 5 მილიარდი დოლარი გამოყო

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 9, 2017 15:15

აშშ-მ რუსეთის მხრიდან აგრესიის შესაჩერებლად 5 მილიარდი დოლარი გამოყო

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობით პალატა და სენატის  შეიარაღებული ძალების კომიტეტი ეროვნული თავდაცვის შესახებ ყოველწლიურ აქტზე შეთანხმდნენ, რომელიც პენტაგონის მომავალი წლის პოლიტიკას და ფინანსურ წელს განსაზღვრავს. როგორც მიღებული დოკუმენტიდან ჩანს (National Defense Authorization Act), პენტაგონი 5 მილიარდ დოლარს გამოყოფს “რუსეთის მხრიდან აგრესიის შესაჩერებლად”. ეს ხარჯები ამერიკის თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში წარმოდგენილია ცალკე პუნქტად.

2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა, 2014 წელს კი უკრაინაში, ის ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე აქტიურდება, ასევე, აძლიერებს ატომურ შეიარაღებას, რომლითაც არღვევს 1987 წლის ხელშეკრულებას, სადაც საუბარია იმაზე, რომ საშუალო და ახლო მანძილის რაკეტები უნდა განადგურდეს. მოსკოვის ამ პოლიტიკას ჰიბრიდული სამხედრო ოპერაციის ფარგლებში თან ერთვის დეზინფორმაცია, პროპაგანდა, კიბერშეტევები – ნათქვამია მიღებულ დოკუმენტში.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 9, 2017 15:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,732
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics