არც ერთ პარტიას არ ექნება გადამწყვეტი უმრავლესობა – ირაკლი ალასანია GFK-ის კვლევაზე

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, ირაკლი ალასანია, GFK-ის მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგების შეფასებისას აცხადებს, რომ “საზოგადოებაში არსებული ტენდენციები კვლევამ აჩვენა”.

„მოსახლეობის 30% ჩამოუყალიბებელია, სახელისუფლებო გუნდს აქვს კატასტროფული შედეგი, წინა ოპოზიციური პარტიის რეიტინგი კი ვერ იზრდება,“ – ამის შესახებ განცხადება ირაკლი ალასანიამ გადაცემა არჩევანში გააკეთა.

ალასანიას თქმით, მოსახლეობის მხრიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი გზავნილი მიიღო პოლიტიკურმა პარტიებმა.

„არც ერთ პარტიას არ ექნება გადამწყვეტი უმრავლესობა და ჩვენ პოლიტიკურ ძალებს უფრო შეთანხმებაზე მოგვიწევს ფიქრი, ვიდრე დაპირსპირებაზე,“ – აცხადებს ირაკლი ალასანია.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა კვლევის შედეგებით დაფიქსირებული პაატა ბურჭულაძის რეიტინგიც შეაფასა და მის პარტიაზე მაღალი რეიტინგი სიახლის ფაქტორს დაუკავშირა.

banner
წინა სტატიაშიქართულ ოცნებას არ სურს, აღიაროს, რომ სიცხე აქვს – დავით ბაქრაძე
შემდეგი სტატიაvideo აფეთქება სტამბოლის აეროპორტში