ქართულ ოცნებას არ სურს, აღიაროს, რომ სიცხე აქვს – დავით ბაქრაძე

შეძრწუნებული ვარ თბილისში დატრიალებული უბედურებით... ვიზიარებ თითოეული დაღუპულის ოჯახის ტრაგედიას და ვუთანაგრძნობ ოჯახის წევრებს... სტიქიის და წვიმის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ასეთი უბედურება ჯერ არ დატრიალებულა... ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების დრო - ქალაქს და ხალხს სჭირდება პატრონი და მიმხედავი. სწორედ ამიტომ, ვაუქმებ დღეს ხალხთან დაგეგმილ შეხვედრებს ბათუმში, ასევე ვაუქმებ კიევში დაგეგმილ მივლინებას და სასწრაფოდ ვბრუნდები თბილისში. ხელისუფლებას ვთავაზობ, შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მერიასთან ერთად იმუშავებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ამ კრიტიკულ ვითარებაში მზად ვარ, გვერდით გადავდო ყველანაირი პოლიტიკური უთანხმოება და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო თბილისელების დასახმარებლად.

baqradzeGFK-ს მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგებს ნაციონალურ მოძრაობაში ნდობას უცხადებენ და აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში ჩატარებულ ყველა კვლევაში საზოგადოების განწყობები და პოლიტიკური რეიტინგები ერთნაირია.

ამის შესახებ გადაცემა არჩევანში ნაციონალური მოძრაობის სიის პირველმა ნომერმა, დავით ბაქრაძემ, განაცხადა.

„ეს არის კომპანია, რომელიც შედის მსოფლიო ხუთეულში. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მერსედესის მსგავსი კომპანია. ეს არის მერსედესი და, თუ ვინმემ ტარება არ იცის, ეს ამ კომპანიის ბრალი არ არის. კვლევა არის, როგორც თერმომეტრი და, როდესაც თერმომეტრი გიჩვენებს, რომ სიცხე გაქვს, შეიძლება ერთს არ დაუჯერო, მაგრამ, როცა მეორე თერმომეტრიც, მესამე თერმომეტრიც და მეოთხე თერმომეტრიც გიჩვენებს, რომ სიცხე გაქვს, უნდა დაფიქრდე, რომ ეგება მართლა სიცხე გაქვს და მიზეზები გაარკვიო. ქართული ოცნება თერმომეტრებთან ბრძოლით არის დაკავებული, ნაცვლად იმისა, რომ ნახოს რატომ აქვს სიცხე,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გადაცემა არჩევანში დღეს პარტიის მიერ წარმოდგენილი ეკონომიკური პროგრამის დეტალებზეც ისაუბრა.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი რუსთავი2-ის გენდირექტორს “გავროშად” მოიხსენიებს
შემდეგი სტატიაარც ერთ პარტიას არ ექნება გადამწყვეტი უმრავლესობა – ირაკლი ალასანია GFK-ის კვლევაზე