აქციის მონაწილეებმა ზუგდიდის ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს

ზუგდიდში გუბერნიის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ცენტრალური საავტომობილო გზა ბულვარის ორივე მხარეს გადაკეტეს. ისინი გუბერნატორ ლევან შონიასთან შეხვედრას ითხოვენ. მათ მერიის შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა სამართალდამაცვებმა ამის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც მათ საავტომობილო გზაზე გადაინაცვლეს.

აქცია გუბერნიის შენობის წინ ენმ-ის ორგანიზებით, დაახლეობით, ერთი საათის წინ დაიწყო. ადგილზე 300-მდე ადამიანი იმყოფება, მათ შორისაა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკანორ მელია. ისინი აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

ამ წუთებში ზუგდიდის ცენტრში მობილიზებული არიან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები. მათი ნაწილს სამხარეო ადმინისტრაციის წინ ბარიკადები აქვთ აღმართული.

banner
წინა სტატიაში“ამო… ისუნთქე“ – მთაწმინდის პარკში ფილტვის იდოპათიური ფიბროზისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
შემდეგი სტატიამარიამ ჯაში და გიორგი ვოლსკი ინდოელ არქეოლოგთან, ნიზამუდინ ტაჰერთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს შეხვდნენ