აფხაზეთში დაკარგული ტურისტის მპოვნელს მილიონ რუბლს სთავაზობენ

აფხაზეთში რუსი ტურისტი უგზოუკვლოდ დაიკარგა. ანდრეი ლიხაჩიოვს დაგეგმილი ჰქონდა ივლისის თვეში გაევლო მარშრუტი: ფსხუ – წებელდა და შემდეგ გაგრაში დაბრუნებულიყო. მოსკოვის ოლქის მკვიდრი უკანასკნელად 12 ივლისს გამოვიდა კავშირზე. აფხაზეთის ე.წ. სამაშველო ძალებმა ძებნის აქტიური ფაზა ოფიციალურად შეწყვიტეს 20 აგვისტოს, მაგრამ ანდრეი ლიხაჩიოვის დედა არ კარგავს იმედს, რომ მისი შვილი ცოცხალია და მის მპოვნელს მილიონ რუბლს ჰპირდება გასამრჯელოდ.
როგორც აფხაზური მედია წერს, 150 -კილომეტრიანი მარშრუტის გავლა ტურისტს დაგეგმილი ჰქონდა 2 მეგობართან ერთად, რომლებმაც ვერ შესძლეს აფხაზეთში დროულად ჩასვლა, რის გამოც ლიხაჩიოვს მარტო გაემართა მთებში.

banner
წინა სტატიაშისირიაში ორი რუსი სამხედრო დაიღუპა
შემდეგი სტატიაგალის სკოლები: რა ენაზე ასწავლიან ბავშვებს?