გალის სკოლები: რა ენაზე ასწავლიან ბავშვებს?

“ეხო კავკაზას” ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნდა სოხუმელი ავტორის ელენა ზავოდსკაიას სტატია სათაურით ” გალის სკოლები: რა ენაზე ასწავლიან ბავშვებს?”
სტატია ეძღვნება ახალი სასწავლო წლის დაწყებას გალის რაიონის სკოლებში. მასალაში აღნიშნულია, რომ ამჟამად რაიონში სულ 20 საშუალო სკოლაა, სადაც სწავლობს 3326 მოწაფე. პირველი კლასის კარები წელს შეაღო 277 ბავშვმა.


გალის რაიონის ე.წ. ზემო ზონაში ყველა ქართული სკოლა 1995 წლიდან რუსულად გადაკეთდა, თუმცა ქართული ენა ისწავლება როგორც საგანი. რაც შეეხება ე.წ. ქვედა ზონის სკოლებს, იქ მე-6 კლასის შემდეგ 2015 წლიდან სწავლება რუსულად მიმდინარეობს მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებმა რუსული არ იციან.
მასალაში, ასევე, აღნიშნულია, რომ გალის რაიონში 8 საბავშვო ბაღია, აღსაზრდელების რიცხვი კი 516 შეადგენს.
რეპორტაჟი, კერძოდ, მომზადდა გალის 1 საშუალო სკოლაში. სკოლის დირექტორი მანანა აბუხბა, განათლების რაიონული განყოფილების უფროსი ბესლან ქანთარია და სკოლის მოსწავლეები საუბრობენ იმის შესახებ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის რუსული ენის შესწავლა და რუსეთში განათლების მიღება.
აღნიშნული სტატია ნათლად წარმოაჩენს აფხაზური მარიონეტული რეჟიმის მცედელობას, რომელიც მიზნად ისახავს გალის რაიონის ახალგაზრდობის ქართული საგანმანათლებლო სისტემიდან “ამოგდებას”.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში დაკარგული ტურისტის მპოვნელს მილიონ რუბლს სთავაზობენ
შემდეგი სტატიაიაპონიის პრინცესას ტიტულს ჩამოართმევენ