აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიას აწესებს

აფხაზეთის ა/რ მთავრობამ 2017 წლის 12 სექტემბერს აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის დაწესების დადგენილება მიიღო. აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია მიენიჭება სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით წარმოჩენილ მაგისტრატურის სტუდენტს ინტელექტუალური პოტენციალის განსავითარებლად.
სტიპენდიის ოდენობა შეადგენს თვეში 150 ლარს, არაუმეტეს ერთი სტუდენტისა. სტიპენდიანტს სტიპენდია მიეცემა დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (ათი თვე).
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მისანიჭებლად სტუდენტის წარდგენის უფლება აქვს სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს.
კანდიდატის შესაბამისი დოკუმენტაცია (წარდგინება, 1 რეკომენდაცია, პირადობის მოწმობის ასლი, სტუდენტის სასწავლო ბარათი, სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. სიგელები და სერტიფიკატები არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ) წარედგინება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს.
სოხუმის უნივერსიტეტის მიერ სტიპენდიანტობის კანდიდატების აფხაზეთისავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინიტროში წარდგენის ვადააა 6 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხ. ბმული:
http://meca.gov.ge/assets/news/seqtemebri-2016/%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%20%E1%83%95%E1%83%94%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%90.pdf

banner
წინა სტატიაშიმიეცით შესაძლებლობა პარლამენტარებს, შემოვიდნენ საკრებულოს სხდომაზე – საკრებულოს ოპოზიცია გიორგი ალიბეგაშვილს მიმართავს
შემდეგი სტატიათბილისის საკრებულოს ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვა