აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების საჯარო მოხელეებისათვის ტრენინგი ჩატარდა

13646660_1218241281533089_1079379115_oაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – იუსტიციის სასწავლო ცენტრში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების საჯარო მოხელეებისათვის ორდღიანი ტრენინგი თემაზე: „ადმინისტრაციული სამართალი” ჩატარდა.

ტრენინგის მიზანი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლება, მათ მიერ ადმინისტრაციული სამართლის არსის, მიზნებისა და მნიშვნელობის გააზრება, რაც ხელს შეუწყობს აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამართლებრივი საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას.

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.

banner
წინა სტატიაშითბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობის 24 საათიან რეჟიმს უბრუნდება
შემდეგი სტატიასირიაში კიდევ ერთი პანკისელი 26 წლის ბექხან ტოხოსაშვილი დაიღუპა