სირიაში კიდევ ერთი პანკისელი 26 წლის ბექხან ტოხოსაშვილი დაიღუპა

thumb_fffსირიაში საბრძოლო მოქმედებების დროს, პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში მცხოვრები 26 წლის ბექხან (ბექა) ტოხოსაშვილი დაიღუპა. პანკისის სათემო რადიო „WAY“-ს ინფორმაციით, ტოხოსაშვილი სირიაში 2014 წელს წავიდა და ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში, თარხან ბათირაშვილის რაზმში იბრძოდა.

2015 წლის აპრილის ბოლოს, ბექხან ტოხოსაშვილს ცოლად შერთვის მიზნით პანკისიდან 17 წლის გოგონა გაუგზავნეს, რომელიც სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამის, აიუფ ბორჩაშვილის დისშვილია.

ამჟამად სირიაში იმყოფება ბექხან ტოხოსაშვილის უფროსი ძმა კახა ტოხოსაშვილი, რომელიც ე.წ „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს.

სირიაში, საბრძოლო მოქმედებებში უკვე 18 პანკისელი დაიღუპა.

26 წლის ბექხან ტოხოსაშვილი

39 წლის ომარ მარგოშვილი

22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილი;

39 წლის ვახა ბუგიევი;

24 წლის რამზან ფარეულიძე;

22 წლის მუხმად თურქოშვილი;

23 წლის თურფალ ბორჩაშვილი;

33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი;

24 წლის დავით სვიაკაური;

18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი;

21 წლის ჯაბრაილ ცათიაშვილი;

22 წლის გურამ გუმაშვილი;

18 წლის ბესო კუშტანაშვილი;

36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი;

24 წლის ხალიდ აჭიშვილი;

26 წლის ჰამზათ აჭიშვილი;

40 წლის აბდულ-მალიქ მუთოშვილი;

23 წლის რუსტამ გელაევი;

არსებული ინფორმაციით, პანკისის ხეობიდან სირიაში 50–მდე ახალგაზრდა იბრძვის ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს, რომლის ორი ლიდერიც, თარხან ბათირაშვილი და მურად მარგოშვილი პანკისის ხეობიდან არიან.

წყარო

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების საჯარო მოხელეებისათვის ტრენინგი ჩატარდა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი “ცენტრ-პოინტის” საქმეში პოლიტიკურ ნიშნებს ვერ ხედავს