თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობის 24 საათიან რეჟიმს უბრუნდება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობის 24 საათიან რეჟიმს უბრუნდება. აეროპორტის განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით ავიაკომპანიები და მგზავრები უკვე დღის საათებშიც ისარგებლებენ.

რეაბილიტირებული ასაფრენ-ფდასაფრენი ზოლი, ოფიციალურად პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა.

ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გახსნას მინისტრთა კაბინეტის წევრები, თბილისის მერი, „ტავ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობა, საქართველის აეროპორტების გაერთიანების დირექტორი, სამოქალაქო ავიაციების ხელმძღვანელი და საქაერონავიგაციის ხელმძღვანელები დაესწრნენ.
ბილიკის რეაბილიტაცია 12 კვირაში დასრულდა, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სანავიგაციო სისტემების განახლებაში 70 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში დასაქმებული იყო 200-მდე ადამიანი. სამუშაოებზე მობილიზებული იყო 60-ზე მეტი ერთეული ტექნიკა.

ბილიკის რეაბილიტაციის პროცესში დაიგო 135 ათასი ტონა ასფალტი და მისი მშებებლობისთვის გამოყებულია ზუსტად ის ტექნოლოგია, რომლითაც აბუ-დაბის ფორმულა1-ის სარბოლო მოედნის მშენებლობა განხორციელდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს სრულად განახლებული და მოდერბიზებული ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, რომელიც ასევე აღჭურვილია მეორე კატეგორიის სანავიგაციო შუქ-ტექნიკით. უმაღლესი კატეგორიის შუქ-სასიგნალო სიტემის უზრუნველყოფა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციამ” იტალიელ, უკრაინელ და ფრანგ კოლეგებთან ერთად განახორციელა, რისთვისაც 10 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.
ღონისძიებაზე ეკონომიკის მინისტრმა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის პროექტში გაწეული საქმიანობისათვის მადლობის სიგელი გადასცა “ტავ ჯორჯიას”, “ტავ კინსტრაქშენს”, აეროპორტების გაერთიანებას, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და საქაერინავიგაციას.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის 12 ოქტომბერს დაიწყო.

პირველ ეტაპზე სამიმოსვლო ბილიკ “ალფას” ხელოვნური საფარის რეაბილიტაცია განხორციელდა. 2016 წლის 1 მარტიდან სამუშაოები ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე დაიწყო, რაც ასფალტის სამი ახალი ფენის გადადებასა და მარკირებას ითვალისწინებდა.

banner
წინა სტატიაშიდედისა და სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
შემდეგი სტატიააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების საჯარო მოხელეებისათვის ტრენინგი ჩატარდა