Amnesty International: მოსულში ასობით მშვიდობიანი მოსახლეა მოკლული

ერაყის ქალაქ მოსულზე განხორციელებული ავიადარტყმებისას, საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის მონაცემებით, ასობით მშვიდობიანი მოქალაქეა მოკლული. ერაყის მთავრობამ ხალხს მოუწოდა არ დატოვონ სახლები, არ გავიდნენ ქუჩაში და პოტენციურად საშიშ ადგილებში არ გადაადგილდნენ.
Amnesty International-ი დღეს, მოვლენების თვითმხილველებზე დაყრდნობით, რომლებიც ავიადარტყმებს ცოცხლები გადაურჩნენ, ავრცელებს, რომ “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკები დანგრეული სახლების სახურავებზე ან სხვა ადგილებში იყვნენ, რომელიც ავიადარტყმების მიზანი იყო.
მოსულისათვის ბრძოლაში მშვიდობიან მოსახლეობაში არსებულმა დიდმა მსხვერპლმა თავდასხმის ოპერაცია გაართულა. ერაყმა და აშშ-მ გასულ შაბათ-კვირას გაავრცელეს, რომ გამოიძიებენ ინციდენტს, რომლის თანახმადაც, აშშ-ს კოალიციის თვითმფრინავებმა 200-მდე ადამიანი დახოცა.
სააგენტო dpa-ს მონაცემებით, 19 თებერვლიდან დღემდე მოსულში 3 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული – წერს “დოიჩე ველე”.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ნაფარეულში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა
შემდეგი სტატიაბუნდესტაგის ხელმძღვანელმა ერდორანი “დემოკრატიის ჩაშლაში” დაადანაშაულა