ამერიკის შეერთებული შტატები ფეთულა გიულენის ექსტრადირებისთვის თურქეთის მიერ გაგზავნილ მასალებს სწავლობს

ამერიკის შეერთებული შტატები ფეთულა გიულენის ექსტრადირებისთვის თურქეთის მიერ გაგზავნილ მასალებს სწავლობს. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ოფიციალურმა ანკარამ რამდენჯერმე მიაწოდა ამერიკულ მხარეს დოკუმენტაცია, რომელიც ჯერ დამუშავების პროცესშია.

პარალელურად, გაზეთი The Wall Street Journal წერს, რომ ვაშინგტონი არ აპირებს ფეთულა გიულენის თურქეთისთვის გადაცემას, რადგან ოფიციალურმა ანკარამ გიულენის ექსტრადირების აუცილებლობაში ამერიკული მხარე ვერ დაარწმუნა.

სტამბოლში კი ამბოხებასთან კავშირში ეჭვმიტანილთა მორიგი პროცესი იწყება. სტამბოლის ყოფილ გუბერნატორს და დაკავებულ 10თ პირს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.

banner
წინა სტატიაშილექსო თამაზაშვილმა ”ქართული ოცნებიდან” დეპუტატობისთვის ბრძოლაზე უარი თქვა
შემდეგი სტატიადიმიტრი ყიფიანი : სტიქიის შემდეგ ბორჯომი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება