აია-სოფიას მუზეუმში ორმა თურქმა ,,ნამაზი,, ჩაატარა (ვიდეო)

სტამბულში მდებარე ბიზანტიური ისტორიული ტაძარი აია-სოფიაში, რომელიც 1935 წლიდან მუზეუმის სტატუსს ატარებს და ნებისმიერი რელიგიის მიდმევართათვის სარიტუალოდ დახურულია, ორმა თურქული ეროვნების მამაკცმა ტურისტების თვალწინ, ტაძის საკურთხევლის ტერიტორიაზე მუსლიმური ლოცვა ,,ნამაზი,, ჩაატარა.
როგორც თურქული მედიით გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ,,მომლოცველები,, მუზეუმის დაცვის სამსახურმა მალევე გაიყვანა ტერიტორიიდან. ერთ-ერთი მათგანი, აია-სოფიას დატოვების დროს ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდა.
,,წუხელ ღამის სამ საათზე ისრაელი ალ-აქსას მეჩეთში, შევიდა… აქაურობა მუზეუმი არაა… ეს მეჩეთია… მე მეჩეთში შევედი და ვლოცულობ…. ეს შენობა ფატიჰ სულთან მეჰმედმა აიღო… ეს მეჩეთია,,- იძახადა ერთ-ერთი თურქი მოქალაქე, რომელიც თურქული მედიის ინფორმაციით, ისრალის მოქმედბებს აპროტესტებდა. უცნობია, თუ რატომ აირჩია ზემოხსენებულმა თურქმა მოქალაქეებმა ისრაელის მოქმედებების გასაპროტესტებლად, უდიდესი მნიშვნელობის მართლმადიდებლური ბიზანტიური ტაძარი, რომელიც ოსმალეთის იმპერიას, 5 საუკუნე, მართლაც მეჩეთად ჰქონდათ გადაკეთებული.

banner
წინა სტატიაშიპესკოვი: როგოზინის სიტუაცია აშშ-ს სანქციებზე უარესია
შემდეგი სტატიალია ელიავას და ოთარ კობერიძის ქალიშვილი ნანა კობერიძე გარდაიცვალა