9 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

9 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში უნალექო, მზიანი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, დღეს მთელ საქართველოში, მათ შორის თბილისში, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. თბილისში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 29 გრადუსია მოსალოდნელი.

2 სექტემბრიდან კი საქართველოში თანდათან უფრო დათბება და 9 სექტემბრის ჩათვლით მზიანი ამინდი იქნება. შესაძლოა, 5 სექტემბერს როგორც დასავლეთ საქართველოს ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იყოს მცირე წვიმა და ელჭექით.
ხვალიდან საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30 გრადუსზე მეტი იქნება და შემდგომ დღეებში კიდევ მოიმატებს.

banner
წინა სტატიაშიგოგა ხაჩიძე: ყველაზე ჩავარდნილი სფეროს მინისტრი რომ გადაყავთ საგარეო საქმეთა მინისტრად, ალბათ იმას ნიშნავს, რომ ინგლისური იცის კარგად
შემდეგი სტატიაკობა სუბელიანი: ტრაილერების მოძრაობის შეფერხება, ეროვნული ვალუტის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად შეგვიძლია მივიჩნიოთ