კობა სუბელიანი: ტრაილერების მოძრაობის შეფერხება, ეროვნული ვალუტის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად შეგვიძლია მივიჩნიოთ

ყაზბეგის რაიონში, უკვე რამდენიმე დღეა ასობით სატვირთო ავტომობილი გაჩერებული. მათ ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე გადაადგილება შეზღუდული აქვთ, თუმცა მიზეზები ამ დრომდე უცნობია.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა კობა სუბელიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ტრაილერების მოძრაობის მსგავსი შეფერხება ეროვნული ვალუტის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად შეგვიძლია მივიჩნიოთ, ისევე როგორც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების.
„ყაზბეგის რაიონში უკვე რამდენიმე დღეს ასეულობით სატვირთო გაურკვეველი მიზეზით გაჩერებულია. თითოეული დაკარგული დღე, საათი ჩვენი ეკონომიკის შეფერხებას უდრის. მერე კიდევ გვიკვირს, რატომ უფასურდება ჩვენი ეროვნული ვალუტა. ესაა შეფერხებული ეკონომიკის ერთი პატარა ნაწილი. თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ ამაზეა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა დამოკიდებული.
მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს პირადად მივიდეს ლარსის საბაჟო პუნქტზე და გაარკვიოს რასთან გვაქვს საქმე. ეს არაა ერთი და ორი მანქანაა, აქ საუბარია ასეულობით მანქანაზე და რაც მთავარია არავინ იცის ამ შეფერხების მიზეზი.
ჩვენ დროს ასეთი რამ უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, ეს სისტემა აწყობილი დავტოვეთ და სახეზე გვაქვს სისტემის ნგრევა“, – განაცხადა კობა სუბელიანმა.

banner
წინა სტატიაში9 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის ვეტოზე დღეს ორი საპარლამენტო კომიტეტი იმსჯელებს