გოგა ხაჩიძე: ყველაზე ჩავარდნილი სფეროს მინისტრი რომ გადაყავთ საგარეო საქმეთა მინისტრად, ალბათ იმას ნიშნავს, რომ ინგლისური იცის კარგად

ოპოზიციის წევრებისთვის გაუგებარია იმ სახის სამთავრობო გადაადგილება, რაც დღეს განხორციელდა. მათი განმარტებით, გიორგი კვირიკაშვილი იყო წარუმატებელი ეკონომიკის მინისტრი და სწორედ ამიტომ მათთვის სამთავრობო გუნდის გადაადგილებები მიუღებელია.

“ხელისუფლება არაადექვატურად იქცევა. ეკონომიკის წარუმატებელი მინისტრი, მინისტრი იმ გუნდისა, რომელმაც ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა, გადაყავთ ახლა უკვე საგარეო მიმართულებით, მაშინ როდესაც, რბილად რომ ვთქვათ, მისი კომპეტენცია არავისთვისაა ცნობილი,” – განაცხადა სერგო რატიანმა და აქვე განაცხადა, რომ მერიამ ბოლო დროს თავი საზოგადოებას მხოლოდ სისტემური კორუფციით დაამახსოვრა.

“იმ მთავრობას შეიძლება ქონდეს გადანაცვლების ფუფუნება, ვისაც გარკვეული წარმატებები აქვს ამა თუ იმ სფეროში. ყველაზე ჩავარდნილი სფეროს მინისტრი რომ გადაყავთ საგარეო საქმეთა მინისტრად, არ ვიცი რას ნიშნავს, ალბათ იმას, რომ ინგლისური იცის კარგად.

როგორც ცნობილია, დღეს პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაასახელა. ეკონომიკის უწყების ხელმძღვანელის თანამდებობას კი ყოფილი ვიცემერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაიკავებს.

banner
წინა სტატიაშისენაკის საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ ჯუმბერ ლაშქარავა აირჩიეს
შემდეგი სტატია9 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი