ამერიკელმა სენატორმა გუანტანამოს შესახებ ობამას გეგმა სანაგვეში მოისროლა

ამერიკელმა სენატორმა სანაგვეში მოისროლა ობამას გეგმა გუანტანამოს შესახებ.  რესპუბლიკელმა სენატორმა კანზასის შტატიდან, პეტ რობერტსმა აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას გეგმა გუანტანამოს ციხის დახურვის შესახებ სანაგვეში მოისროლა.
დღეს პოლიტიკოსმა “ტვიტერის” საკუთარ მიკრობლოგში განათავსა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია მისი დამოკიდებულება ამერიკელი ლიდერის გეგმის მიმართ. “აი, რას ვფიქრობ პრეზიდენტის გეგმაზე ტერორისტების აშშ-ს ტერიტორიაზე გაგზავნის შესახებ” – ამბობს რობერტსი , რომლის შემდეგაც ის იღებს ფურცელს, სადაც პრეზიდენტის გეგმაა დაწერილი და მას სანაგვე ურნაში ისვრის. 23 თებერვალს ობამამ კიდევ ერთხელ შესთავაზა კონგრესს გუანტანამოს ციხის დახურვა და მასში მყოფი მესამე ქვეყნების 35 პატიმრის საკუთარ სამშობლოში გაგზავნა, დანარჩენების კი აშშ-ს ციხეებში გადაყვანა. ობამას გეგმას რესპუბლიკელები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან – “სიენენი” ამბობს. შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში, აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარი თქვა პენტაგონის გეგმაზე, რომელიც გუანტანამოს ციხის დახურვას ეხებოდა – მიზეზი პროექტის ღირებულება იყო – სამხედრო უწყებამ 600 მილიონი მოითხოვა, საიდანაც 350 მილიონი ახალი ციხის აშენებას უნდა მოხმარებოდა. გუანტანამოს ციხის გაუქმება ბარაკ ობამას ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირებაა. სპეციალური ციხე გუანტანამო კუბას ტერიტორიაზე ნაქირავებ მიწაზე დგას და ფუნქციონირებს 1903 წლიდან. ციხეში ტერორიზმში ბრალდებულები იმყოფებიან.

.

banner
წინა სტატიაში„ჰუმანითი-ჯორჯიას“ გარშემო ბევრი კითხვა ჩნდება
შემდეგი სტატიაპეკინმა მილიარდელების რიცხვით ნიუ-იორკს გაასწრო