21 მუნიციპალიტეტის 60-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირება იგეგმება

news
: news თებერვალი 25, 2016 10:38 განახლებულია

21 მუნიციპალიტეტის 60-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირება იგეგმება

პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე რამდენიმე ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ,,აწარმოე საქართველოს ფარგლებში”, დაგეგმილია სამი ახალი პროექტის განხორციელება.

ესენია: თხილის გადამამუშავებელი, საწარმო, ჩაის აღორძინების ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ასევე ჩაის საწარმო და რძის გადამამუშავებელი კომბინატი.

„ვფიქრობ, სამივე პროექტი არის ძალიან კარგი და მისასალმებელი“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

როგორც დღეს მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი,=, უახლოეს მომავალში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა 20 მილიონი ლარი. ამ თანხით 21 მუნიციპალიტეტის 60-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირება იგეგმება.

მათ შორის არის ცაიში, გელათი, ომალო, მოწამეთა, აბასთუმანი. ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყოფა”,-განაცხადა პრემიერმა.

“მართლაც და ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული მნიშვნელობის პროექტებია, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ ყველა ეს მიმართულება მრავალი წლის განმავლობაში ითხოვდა ამ სოფლების გაზიფიცირებას და ძალიან კარგია, რომ 8 ათასამდე აბონენტს ექნება ბუნებრივი აირი”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

news
: news თებერვალი 25, 2016 10:38 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,946
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics