ჯანდაცვის სამინისტრო რ2–თან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტრო რ2–თან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. უწყების პრესამსახურის მიერ გავრცელებულ გავრცელებულ განცხადებაში კატეგორიულად უარყოფილია ფაქტი თითქოსდა სამინისტროს მისაღებში “რუსთავი 2″-ის მხარდამჭერი რეკლამა ტრიალებს.
,,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური კატეგორიულად უარყოფს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სამინისტროს მოქალაქეთა მისაღებში ვრცელდება რაიმე სახის მოწოდებები. სამინისტროს მოქალაქეთა მისაღებში დამონტაჟებულ მონიტორებზე 24 საათის განმავლობაში გადის მხოლოდ ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებისა და პროექტების შესახებ მომზადებული ვიდეორგოლები, რითაც უწყებაში მოსული ვიზიტორებისა და მოქალაქეების ინფორმირება ხდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიწამების ამსახველი კადრების გაშუქებას მარეგულირებელი კომისია სწავლობს
შემდეგი სტატიადევიდ ბექჰემი დოკუმენტურ ფილმში მიიღებს მონაწილეობას