დევიდ ბექჰემი დოკუმენტურ ფილმში მიიღებს მონაწილეობას

ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი დოკუმენტურ ფილმში, ‘David Beckham: For the Love of the Game’, მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც BBC იღებს. ფილმში ნაჩვენები იქნება ბექჰემის თამაში შვიდივე კონტინენტზე.

90-წუთიანი ფილმი მიჰყვება ბექჰემის მოგზაურობას პაპუა ახალი გვინეის სოფლებში, ნეპალში, ბუენოს აირესის ქუჩებში, ჯიბუტის უდაბნოში, მაიამისა და ანტარქტიკაზეც კი, სადაც ის ადგილობრივ ხალხთან ერთად თამაშობს ფეხბურთს და სწავლობს მათს ცხოვრებას. ფეხბურთელი თავის ბავშვობის მეგობართან, დეივ გარდნერთან, ერთად იმოგზაურებს.
,,მახსოვს, თვითმფრივანში ვიჯექი და მეგობრებთან ერთად ამ იდეას განვიხილავდი და ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ეს რეალობა გახდებოდა. ახლა მე წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ, როცა შემიძლია გავაანალიზო ეს ამბიციური იდეა. მე ვიხილე, თუ როგორი ტრანსფორმაციული ეფექტი აქვს სპორტს, ამ შემთხვევაში, ფეხბურთს, ადამიანების ცხოვრებაზე. ეს ეპიკური მოგზაურობა დამეხმარება, ვაჩვენო ამ თამაშის პოზიტიური მხარე, რომელიც მიყვარს”- აცხადებს ფეხბურთელი.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის სამინისტრო რ2–თან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიამაკიაჟის ევოლუცია– 6 წუთიანი ვიდეო