წამების ამსახველი კადრების გაშუქებას მარეგულირებელი კომისია სწავლობს

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიის ინფორმაციით მათ მედია-კავშირ „ობიექტივის“ ეთერში წამების ამსახველი კადრების გავრცელების შესწავლა დაიწყეს.

„მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტი სწავლობს ამ საკითხს. მოგვიანებით დასკვნა წარედგინება კომისიის წევრებს და ამის შემდეგ გახდება შეჯერებული პოზიცია საჯაროდ ცნობილია“, – აცხადებენ კომისიაში.

თავად მედიაკავშირის ხელმძღვანელობა საქმიანობა მათ საქმიანობაში დარღვევას ვერ ხედავენ. მათი თქმით, კადრების გავრცელებით სტანდარტები არ ირღვევა.

მედია კავშირმა „ობიექტივი“ წამების კადრების ჩვენება ერთი კვირის წინ დაიწყო. ნახევრად დაფარული კადრები ღამის გარდა დღის მონაკვეთშიც გადის. აღნიშნულ ფაქტს მესამე სექტორის პროტესტი მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშიშეეზღუდებათ თუ არა თანამდებობის პირებს პრემიები?!
შემდეგი სტატიაჯანდაცვის სამინისტრო რ2–თან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს