“უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ვლადიმერ პუტინის დამსახურებაა,”- სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით განცხადება. სერგეი ლავროვს მიაჩნია, რომ მოლაპარაკებების პროცესი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ძალისხმევით იმართება.

“ის ძალისხმევა, რომელიც უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად დღეისთვის არსებობს, ვლადიმერ პუტინის ინიციატივითა და აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს. მის მიერ კოლეგებისთვის გაგზავნილი წინადადებები განიხილებოდა მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე ანგელა მერკელთან და საფრანგეთის პრეზიდენტთან. კრემლის დისკუსიის შემდეგ გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა ექსპერტების დონეზე. დღეს უკვე შედგა სატელეფონო საუბარი ნორმანდიის ფორმატში, რომლის დროსაც საგნობრივად განიხილეს ეს საკითხები. უკვე გაცემულია დავალებები, რომ ნორმანდიის ფორმატის სამიტი მომზადდეს, სადაც იმედია, უკვე მნიშვნელოვანი გადაწყვეტელებები იქნება მიღებული,”- განაცხადა სერგეი ლავროვმა.

banner
წინა სტატიაში“თუ ქართული მხარე მზად იქნება ჩვენ განვაახლებთ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების პროცესს”
შემდეგი სტატია„დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ მოკლე ვადაში, რომ უსამართლობა არ ბატონობდეს საზოგადოებაში“